შესყიდვების კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი Gino Paradise
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
კურორტი თბილისში „ჯინო ფერედაისი“ უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!
ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგორულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
„Gino Paradise” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა კოორდინატორის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება - როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პარტნიორებთან;
  • შიდა ტენდერების მართა;
  • მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შეთანხმება და მართვა;
  • შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • მომწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადებაში ჩართულობა;
  • შესყიდვებისა და მარაგების მართვის სისტემის შემუშავება და მართვა;
  • საწყობებისა და მარაგების მონიტორინგი;
  • რეპორტების მომზადება აღმასრულებელი დირექტორისთვის;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ან მონათესავე მიმართულებით;
  • შესყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ჰორეკას სფეროში შესაბამის პოზიციაზე გამოცდილება
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • დამატებით ბენეფიტებს (კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა; კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!