ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ალგანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
დაცვის კომპანია ალგანი დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორთფოლიო 10,000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით

"ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების მიღება და ცვეთის დარიცხვა;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა
  • გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება
  • თვის ჭრილში მომწოდებლებთან წარმოქმნილი ვალდებულებების განხილვა ხარჯის კეტეგორიის მიხედვით მენეჯმენტთან ერთად;
  • ბანკის გადარიცხვების წარმოება;
  • სალარო ნაშთების კონტროლი
  • დეკლარაციების შევსება
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.