ანგარიშის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ანგარიშის მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტისათვის საბანკო მომსახურების პირობებისა და საბანკო პროდუქტების გაცნობა/კონსულტაცია და შეთავაზება  
  • კლიენტის ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო
  • უმაღლესი განათლება (საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით)  
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები, საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება  
  • ლოგიკური, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება  
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი  
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი  
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვა  
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი  

სასურველი
  • ბანკში კლიენტთა ანგარიშების მომსახურე თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება  
  • საბანკო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება  
  • რუსული ენის ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე:  vacancy@cartubank.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ  და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე:     (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.