გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი Dressup Group
მივლინება: არა
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და  სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80 მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს ელ. კომერციის პლატფორმის - Dressup.ge -ის მიმართულებით.  
თუ მოდის სფერო გაინტერესებს, დიზაინის მიმართულებით პროფესიული განათლება და გამოცდილებაც გაქვს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის. 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება; 
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება; 
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00 სთ ან 09:30 – 18:30 სთ (1 სთ შესვენება).  
  • ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;  
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19. 

ფუნქციები და მოვალეობები:
  • კომპანიისა და ბრენდების ვიზუალური კომუნიკაციის შექმნაში უშუალო ჩართულობა;
  • ციფრული კომუნიკაციისთვის დიზაინის შემუშავება/მომზადება;
  • ვებ-გვერდისთვის ბანერების შექმნა;
  • ბილბორდების, ლოიალობის ბარათებისა და ფლაერების დიზაინების შემუშავება; 
  • დიზაინის კონცეფციის განვითარებაზე ფიქრი და მუშაობა, ბრენდის შესაბამისობაში მოყვანა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • Adobe Photoshop, Adobe Illustrator-ის ცოდნა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • Multi-tasking-ისა და დროის მართვის უნარი;

კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე და ნამუშევრების პორტფოლიო  გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „გრაფიკული დიზაინერი“. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას! 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.