ადმინისტრაციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბრედფილდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური, ქართული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაო პირობები:
  • სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
  • ანაზღაურება:  კვალიფიკაციის შესაბამისად;

დამატებით:
  • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
  • ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
  • ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • კომპანია ანაზღაურებს თანამშრომლის სიარულს სპორტულ დარბაზში.

ძირითადი მოვალეობები:
  • საოფისე ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირება 
  • საკანცელარიო-სამეურნეო ნივთების  მარაგების და ხარჯების კონტროლი
  • ERP სისტემაში ელექტრონული განაცხადის მომზადება განხორციელებული ადმინისტრაციული შესყიდვების უზრუნველსაყოფად და კონტრაქტების რეგისტრაციისთვისად
  • კომპანიის ჭრილში დაგეგმილი სამივლინებო ვიზიტების და საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრების (ქვეყნის შიდა/გარე) ორგანიზების უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
  • ოფისში მოსული სტუმრების გამასპინძლება, საჭირობის შემთხვევაში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
  • თანამშრომელთა მოსვლა/წასვლის ყოველთვიური რეპორტის, ტაბელის და განრიგის წარმოება
  • ახალი თანამშრომლების დოკუმენტაციის ადმინისტრირება
  • კანდიდატებთან კომუნიკაცია და გასაუბრების ჩანიშვნა/ორგანიზება
  • საოფისე საჭიროებების ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • ოფის-მენეჯერის ან/და ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური ენის ფლობა (C1) 
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • გუნდური მუშაობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ორგანიზებულობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე:  vacancyibh@ibh.ge