მომხმარებელთა ადმინისტრაციული მომსახურების მენეჯერი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
ჩვენ შესახებ:
სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა ადმინისტრაციული მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:30
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ჩვენ გთავაზობთ:
  • მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კორპორატიულ კლიენტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
  • ახალი კლიენტების ბაზაში ასახვა;
  • ცვლილებების პროგრამულად ასახვა;
  • კორპორატიული კლიენტების გადახდის გრაფიკის კონტროლი.

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
  • სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: jobs@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.