შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სანდო
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული, თურქული მართვის მოწმობა: B
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
კომპანია "სანდო " 2017 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო  და სარემონტო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ლესვითი (GIPER) და სამღებრო მიმართულებით რამდენიმე სახის ინოვაციურ პრუდუქტს, აგრეთვე კომპანია პარტნიორობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიც გახლავთ:  ინგლისური კომპანია POWERMIX, ქართული კომპანია NOVA,  გერმანული კომპანია KNAUF , პოლონური კომპანია OLEJNIK 

კომპანია "სანდო " აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე,
ანაზღაურება: კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო პროდუქტებისა და ხელსაწყოების  გაყიდვა;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა, მომწოდებელთა მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, მომწოდებელთა ბაზების შექმნა და მართვა;
  • გაყიდვების ჯგუფთან კოორდინერებულად შესყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა;
  • მომწოდებლებთან შესასყიდი პროდუქციის (ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე) მისაღები ხარისხისა და ფასის შეთანხმების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება;
  • პროდუქციის ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, სერტიფიკატების და ა.შ შეგროვება;
  • მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • პროდუქციის შესყიდვის მოთხოვნიდან, ამ მასალების საწყობში მიწოდებამდე პროცესისა და ვადების კონტროლი;
  • პროდუქციის საწყობში მიწოდების შემდგომ, შეძენილი მასალის შესახებ კომპანიის ფინანსური სამსახურის ინფორმირება;
  • კომპანიის მიმდინარე პროექტების მოთხოვნის შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, საჭირო მასალების მოძიება და ამ მასალების ობიექტისთვის დროულად მიწოდების პროცესის მართვა;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
   
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება სამშენებლო მასალების შესყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი.
  • MS Office - ის  ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
  • კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 23 მაისის  ჩათვლით  გამოაგზავნოთ CV jonimamul@gmail.com და სათაურის ველში (შესყიდვების მენეჯერი) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 03 73 14


გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მისამართი: თბილისი, ნადირა ხოშარაულის ქუჩა # 29


შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.