სეიფთი ჰაბი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- შესასყიდი პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
- ბაზრის მუდმივი კვლევა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
- შესყიდული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა;
- შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
- თანამშრომლობა საბაჟო აგენტებთან;
- მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სწრაფი ათვისების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
ბენეფიტები:
- ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@safetyhub.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 551515140