კომპანია Construction Service აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის ( ანაზღაურებადი სტაჟრება) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ფუნქცია-მოვალეობები
- მოთხოვნილი მომსახურების /საქონლის ფასების ანალიზი;
- მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის/მომსახურების მოძიება-შესყიდვა;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
- მომწოდებელთა ბაზების შექმნა;
- კომპანიისათვის მომგებიანი შესყიდვების განხორციელება;
- ხელშეკრულებების, შესყიდვის ორდერების, ინვოისების ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
- შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესის კოორდინაცია/კონტროლი;
- შესყიდული პროდუქციის/მომსახურების დოკუმენტაციის წარმოება,დახარისხება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- დამატებით ერთი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@cs.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.