შპს ჯორჯიან მანგანეზის იურიდიული დეპარტამენტის გუნდი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:00 სთ)
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მხარდაჭერა (მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ნასყიდობის ურთიერთობები, საიჯარო ურთიერთობები, მომსახურება და ა.შ.);
- კომპანიის საქმიანობისთვის აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ანალიზი (მათ შორის კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტები, შემოსული ან გამავალი კორესპონდენცია და ა.შ.);
- კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- კომპანიის წარმომადგენლობა საჯარო და კერძო დაწესებულებებში;
- შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი ანალიზი და აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება:უმაღლესი იურიდიული განათლება
ენები:
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (რუსულ და ინგლისურ ენებზე არსებულ სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობა, ზეპირი კომუნიკაცია, წერა, დრაფტინგი).
საოფისე პროგრამები:
- Microsoft Office
საკონკურსო პროცედურა:
- პირველი ეტაპი - რეზიუმეების გადარჩევა;
- მეორე ეტაპი - გასაუბრება;
- მესამე ეტაპი - სამართლებრივი ცოდნის შემოწმება და თარგმანი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნული თვისებები მოტივაციის, განვითარებაზე ორიენტირებულების და პასუხისმგებლობის გრძნობის ნაწილში; შესაბამისად, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „იურისტი“