გრაფიკოს დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი ვეტერინარული კომპანია ინვეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე. 
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.  
ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები.  
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 26 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.  
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. 
 
სამუშაო განრიგი: სრული, თუმცა შესაძლებელია განხილული იყოს ჰიბრიდული მუშაობა  
(კვირაში 2 დღე-ოფისიდან, 3 დღე-სახლიდან) 
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებისთვის დიზაინის მომზადება; 
  • სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებისთვის დიზაინის მომზადება; 
  • სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შექმნა; 
  • ფოტოების დამუშავება; 
  • სოციალური მედიისთვის პოსტების/ბანერების მომზადება;  
  • სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;  
  • ვებ გვერდისათვის საჭირო მასალის მომზადება;  
  • საბეჭდი ფაილების მომზადება, გადაწყობა, მოდიფიცირება; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, CorelDraw; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება დიზაინის მიმართულებით; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, CorelDraw; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება; 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას.  
კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2024  წლის 26 მაისამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. 
გისურვებთ წარმატებებს!