გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ოტო მოტორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
„ოტო მოტორსი“ უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და  მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.  
ოტო მოტორსის გუნდში ვეძებთ ფილიალის კონსულტანტს

სამუშაო ადგილი-ლილო, ოტო მოტორსის ბრენდ მაღაზია “AUTO MART” 
სამუშაო განაკვეთი- 09:00-16:00 დასვენება კვირაში 1 დღე 
ანაზღაურება-1000 ლარი (net)  + ბონუსი  

ჩვენ გთავაზობთ:
  • ყოველწლიური პრემია ხელფასის ოდენობით,რომელსაც აიღებთ ანაზღაურებასთან ერთად
  • კორპორატიული სატელეფონო ბალანსით სარგებლობას
  • FIT PASS მხარდაჭერას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • მეგობრულ ატმოსფეროს
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
  • აღრიცხვის პროგრამა „fina”-ში მუშაობის გამოცდილება

უნარები:
  • ენერგიულობა და სისხარტე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ფუნქცია-მოვალეობები
  • ობიექტზე მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა
  • სალარო/გაყიდვის ოპერაციების მართვა
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა
  • შეკვეთის მომზადება/გაყიდვების ყოველდღიური ანალიზი
  • დღის ბოლოს რეპორტის მომზადება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2023  წლის  26 მაისისა . სათაურის ველში აუცილებლად  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით  დაინტერესებისთვის.