მინიმიკროს ექსპერტი

ზუგდიდი სრული განაკვეთი ტერაბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
ტერაბანკი ზუგდიდში აცხადებს ვაკანსიას მინიმიკროს ექსპერტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:
ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი  სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.terabank.ge

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: თაბუკაშვილის ქ.N1
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე (შესვენების გარეშე).
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

სამუშაოს აღწერა: კლიენტის მოზიდვა/შენარჩუნება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. ფილიალის ბიზნეს სეგმენტის გეგმების შესრულებაზე ზრუნვა.

პოზიციის მოვალეობები:
  • მიკრო და აგრო ბიზნეს სეგმენტის კომპანიებთან/კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურება
  • საკრედიტო პროდუქტების (საკრედიტო/სადებეტო) გაყიდვა
  • ბიზნეს სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, გაცემა
  • პორტფელის ზრდაზე და ხარისხზე ზრუნვა

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია: 
  • უმაღლესი განათლება სასურველია საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით
  • ბიზნეს/აგრო სესხებზე მუშაობის  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია ფინანსური უწყისების მომზადების  ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამის)
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები: 
  • კომუნიკაციის უნარი
  • რისკების მართვა
  • შედეგებზე ორიენტირება

გახდი ტერაბანკელი და ერთად ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით!

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი ზუგდიდი და პოზიციის დასახელება მინიმიკროს ექსპერტი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
ჩვენ მზად ვართ შენთან შესახვედრად !