შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Asbc
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
Apple Premium Resellers Team in Georgia აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • თქვენი კომპანიის საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.   
  • მიმდინარე ბაზრის ანალიზი პროდუქციის შესყიდვების დასაგეგმად.   
  • შესყიდვების ანალიზი სამომავლო სტრატეგიის შესადგენად.   
  • შემოსავლების, მომგებიანობისა და ბრუნვის მიხედვით შედგენილი KPI-ს შესრულება.  
  • პროდუქტის შეძენისა და გაყიდვის პროცესის მართვა.  
  • კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების შელშეწყობა.  
  • არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია გადაზიდვების, ფასების, აქციებისა და ფასდაკლებების კოორდინაციის შესახებ.  
  • ახალი მომწოდებლების მოძიება.  
  • აქტივობების დაგეგმვა მარაგების ბრუნვის გაზრდის მიზნით (მიმწოდებელთან ერთად).  
  • კომპანიის საფასო პოლიტიკის ფორმულირება პროდუქციის ჯგუფისთვის.  
  • რეპორტინგის წარმოება გაყიდვების შედეგების შესახებ.  
  • ასორტიმენტის მატრიცების შემუშავება და პლანოგრამების კონტროლი.  
  • გაყიდვების სცენარების შემუშავება და ახალი და არსებული ბრენდების პოპულარიზაცია.  
  • ძველ მარაგთან მუშაობა.  
 
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანასების ან ლოჯისტიკის მიმართულებით.
  • 3 წლიანი გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის, ბრენდ მენეჯერის, პროდუქტ მენეჯერის ან შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე გაყიდვებისა და საცალო სფეროში, საერთაშორისო კომპანიაში.
  • IT ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნა.
  • ლოჯისტიკის/კანონმდებლობის/სერტიფიცირების ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენები

ჩვენ გთავაზობთ
  • ფინანსურად ძლიერ, სწრაფად მზარდ მრავალეროვნულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
  • მუდმივი კომუნიკაცია პროფესიონალთა გუნდებთან
  • საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობები
  • ხელმისაწვდომობა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე: ტრენინგები, სასერტიფიკაციო პროგრამები, ღონისძიებები და Team Building-ი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კონკურენტული სახელფასო პაკეტი და საბონუსე სისტემა
  • კორპორატიული საჩუქრები
  • სპეციალური ფასები კომპანიის პროდუქტებზე

თუ თვლით, რომ გაქვთ საჭირო უნარები და გამოცდილება ამ როლის შესასრულებლად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.mzhavia@asbc.ge