ოფის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი LSG Solutions
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
LSG Solutions დამკვეთს სთავაზობს პროექტირების და მშენებლობის მენეჯმენტის სრულს სერვისს. კომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2020 წელს დაიწყო. 3 წლის განმავლობაში LSG Solutions-მა პროექტები განახორციელა ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის როგორებიცაა მაკდონალდსი, თეგეტა მოტორსი, ბორჯომი, სილქ როუდ გრუპი, რუმსი, ასკანელი, კინორი, ჯიჯ ენერჯი, სოდი ინვესთმენთი, ნენსკრა, და სხვა.

LSG Solutions-ი ეძებს ოფის მენეჯერს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  • მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემებზე სწრაფად რეაგირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა.

სამუშაოს აღწერა:
  • შეხვედრების დაგეგმვა;
  • შვებულებების, მივლინებების და ბიულეტენების კოორდინირება;
  • შეხვედრებისათვის შესაბამის გარემოს შექმნა;
  • საოფისე მარაგების და ინვენტარის მართვა, ოფისის კეთილმოწყობზე ზრუნვა;
  • შემომავალი/გამავალი დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე/მეილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება/გადამისამართება;
  • HR პლატფორმის (self.ge-ის) მართვა. პერსონალის სამუშაო დროის კონტროლი და საკადრო საქმისწარმოება;
  • სამუშაოს ანალიზი და სამუშაო აღწერილობების შექმნა-განახლება;
  • ვაკანსიების განთავსება სხვადასხვა დასაქმების სააგენტოსა თუ დასაქმების ვებ საიტზე;
  • თანამშრომლებისთვის სხვა სახის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • კომპანიაში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა;
  • საჭიროებისამებრ დოკუმენტაციის თარგმნა;
  • თანამშრომლებისთვის სავიზიტო ბარათების და ეკიპირების შეკვეთა;
  • ახალი თანამშრომლისთვის სამუშაო სივრცის მოწყობა;
  • დამატებითი ამინისტრაციული საქმიანობა;
  • ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა და წვრილი საოფისე ტექნიკის შესყიდვა;
  • CV-ების მომზადება, შიდა და პოტენციური თანამშრომლებისთვის რეესტრის წარმოება;

კომპანია კანდიდატს სთავაზობს:
  • დაზღვევას;
  • პროფესიულ განვითარებას;
  • კარიერულ წინსვლას;
  • საერთაშორისო პროექტებში გამოცდილების მიღებას;
  • პროფესიონალთა გარემოში მუშაობას;
  • საერთაშორისო ბესთ პრაქტისების დანერგვაში მონაწილეობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

ვაკანსია ძალაშია - 30.05.2024,
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@lsg.solutions; Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ Office Manager
https://lsg.solutions