მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჩემო კარგო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
„ორიგინალი ჯგუფი“ _ ქართული კომპანიაა 20 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს „ჩემო კარგოს“ სამ ფილიალს, ასევე კრაფტ ლუდი „ლუდო“-ს  ნაირსახეობებს ქართულ სამზარეულოსთან ერთად.
„ჩემო კარგო“ მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც დელივერის მომსახურებას, ასევე ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს. გაგვიცანი უკეთ: https://www.chemokargo.ge/aboutUs

კომპანია „ორიგინალი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა;
  • მარკეტინგის ბიუჯეტის შედგენა და რესურების სწორად გადანაწილება;
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა, განხორციელება;
  • შიდა და გარე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და სხვადასხვა კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობა;
  • კონკურენტების ანალიზი, მონაცემების შეგროვება და რეპორტინგი;
  • ბაზრის კვლევა , სამომხმარებლო ტენდენციების გაანალიზება და სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრა;
  • შესრულებული და მიმდინარე ამოცანების მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინიტრირების განხრით;
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის არხებისა და ხელსაწყოების ცოდნა;
  • მარკეტინგული მონაცემების ანალიზის ცოდნა;
  • კრეატიულობა და სწრაფი აზროვნების უნარი;

გასაუბრების ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • საორიენტაციო გეგმის წარდგენა:

სამუშაო ადგილი: თბილისი ბელიაშვილის ქუჩა N25
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ორიგინალი ჯგუფმა“დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."