1C პროგრამის მთავარი ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2004 წელს. თუმცა კომპანია 1998 წლიდან მოღვაწეობდა სხვა სახელწოდებით და დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე. კომპანია ახორციელებს დისტრიბუციას მთელი ქვეყნის ყველა რეგიონში.

პარტნიორთა ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, „კომპპანია ორბიტა“ გახდა საქართველოში ექსკლუზიური დისტრიბუტორი ისეთ პოპულარულ ბრენდებზე, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, PATOS, MOKATE, MISHKINO, ITALFOOD, NMGK, TADIM, Агрокультура, Prosto, Русский Завтрак, Националь.

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამის მთავარი ოპერატორის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის შეკვეთის გაფორმება და შეკვეთის რედაქტირება 1C ში, ასევე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-პორტალზე (RS.ge);
  • 1C ში კლიენტების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ცვლილება და შესაბამის პრისელერზე მიბმა;
  • პერიოდული რეპორტების წარმოება;
  • ბუღალტერიის განყოფილებასთან ერთად უზრუნველყოს საქონლისა და თანხების მიმოქცევის კონტროლი და ანალიზი;
  • პროგრამაში მონაცემების შეყვანა და მონაცემთა ცხრილების ამოღება;
  • 1C დისტრიბუციასა და ბუღალტერიას შორის მონაცემების გაცვლა,მათი სისწორის შედარება და გასწორება;
  • დოკუმენტების პარტიულ გადატარებაზე გაშვება და ჯგუფური გადატარება, მიღებული შედეგების გადამოწმება და ხარვეზების შემთხვევაში მათი გამოსწორება;
  • პროგრამაში ფასების გატარება და მათი კონტროლი;
  • პოკეტების ადაპტაცია პროგრამასთან და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ყოველკვირეული შედარება (დისტრიბუცია-ბუღალტერია-RS) პროგრამებში წარმოებული დაბრუნებებისა და რეალიზაციების შედარება;
  • დისტრიბუციის გეგმების შეყვანა და მათი სისწორის კონტროლი;
  • საქონლისა და მომსახურების შემოსვლის ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
  • პროგრამაში პრომო აქტივობების შეყვანა და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საწყობებს შორის სასაქონლო ნაშთების მოძრაობის კონტროლი;
  • რეგიონების ოპერატორების მიერ წარმოებული ყველა ოპერაციების რეგულარული კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება მისი კომპეტენციის ფარგლებში;


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • 1C პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;



პიროვნული თვისებები:

  • გუნდთან მუშაობის, მართვის და სწავლების უნარი;
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, ორგანიზების კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს