უმცროსი პროექტების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
წარმოება/ოპერაციები: პროექტების მართვა

შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

  • ბიუჯეტით დამტკიცებული პროექტების ERP სისტემის პროექტების მოდულში რეგისტრაცია, საბოლოო ხარჯთაღრიცხვის და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის ასახვა;
  • პროექტისათვის აუცილებელი მარაგების/მომსახურების შესყიდვის მოთხოვნების რეგისტრაცია;
  • მონაწილეობა კომპანიაში მიმდინარე პროექტების მართვასა და შესრულებული სამუშაოს შეფასებაში;
  • ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება პროექტის მიმდინარეობის და შესრულების დადგენილ ვადებთან შესაბამისობის შესახებ;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის მონიტორინგი;
  • ასისტირება პროექტების შესრულების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და უზრუნველყოფაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ცოდნა და უნარები::

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება. სასურველია, სამშენებლო ან პროექტების მენეჯმენტის განხრით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
  • მზაობა საველე სამუშაოების შესრულებისთვის;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მართვი.ს მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული მახასიათებლები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დაკისრებული მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
  • რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი:
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • კოლეგიალურობა და გუნდში მუშობის უნარი;
  • პრეზენტაციის, აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი.
  • დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შ.პ.ს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.