უნივერსალური ხელოსანი

თბილისი სრული განაკვეთი მისტერ მასტერი
ხელფასი: 1500 - 1900
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ხელოსანი (ზოგადი)

კომპანია „მისტერ მასტერი“ აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის პოზიციაზე:

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის „B” - კატეგორია;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა;


ზოგადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა/კოლეგიალურობა;


უნივერსალური ხელოსნის ძირითადი სამუშაო სპეციფიკა:

წვრილმანი საყოფაცხოვრებო სამუშაოები:

  • შუშის ჩასმა (ხე/მეტალოპლასტმასი/ალუმინის კარ-ფანჯარაზე);
  • ავეჯის აწყობა (საწოლი/ტუმბო/მაგიდა);
  • აბაზანის აქსესურების, სარკის მონტაჟი;
  • ტელევიზორის მონტაჟი;
  • ფარდის კარნიზის მონტაჟი;
  • სამზარეულოს გამწოვის მონტაჟი;
  • კარზე შვეიცარის/მზღუდავის მონტაჟი;
  • ამსტრონგის ჭერის მონტაჟი/შეკეთება;
  • კედლის გახვრეტა;

სანტექნიკა:

  • უნიტაზის/ნიჟარის/ონკანის /ვენტილის /დრეკადი მილების მონტაჟი;
  • პლასტმასის მილების შედუღება;
  • საშხაპე კაბინების აწყობა;
  • აბაზანის მონტაჟი;
  • ელ.ბაკის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;

ელექტროობა:

  • ნათურის/დროსელის/ამომრთელის/ჭაღის/სანათი დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
  • ჩამრთველის/როზეტის დემონტაჟი,მონტაჟი და შეკეთება;
  • ელ.ავტომატის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
  • სენსორული განათების მონტაჟი
  • ელ.სადენის მოჭიმვა ღია/დახურული გაყვანილობა;

კარ-ფანჯარა:

  • რკინის/ ხის/ მეტალოპლასტმასის/ ალუმინის კარზე საკეტის მონტაჟი;
  • მეტალოპლასტმასის/ალუმინის კარ-ფანჯრის რეგულირება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ხელზე ასაღებ ანაზღაურებას 1500 – 1900 ლარს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ თვლით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას, გამოგვიზავნეთ რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.


ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ანნა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას ქ.) ქუჩა #6


„მისტერ მასტერის“ საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge .


„მისტერ მასტერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ !