სანგრევი სანტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი მისტერ მასტერი
ხელფასი: 1400 - 1800
მართვის მოწმობა: B
სამშენებლო, უძრავი ქონება: სანტექნიკური სამუშაოები

კომპანია „მისტერ მასტერი“ აცხადებს ვაკანსიას სანგრევი სანტექნიკოსის პოზიციაზეს

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის „B” - კატეგორია;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა;


ზოგადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა /კოლეგიალურობა;

სანგრევი სანტექნიკოსის ძირითადი სამუშა სპეციფიკა:

  • ონკანის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • უნიტაზის, ნიჟარის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • წყლის/კანალიზაციის შიდა წერტილის შექმნა;
  • ხრახნის მოჭრა რკინის მილზე;
  • სუფთა წყლის, კანალიზაციის, ცენტრალური რკინის, პლასტმასის მილის შეკეთება/შეცვლა - ღია/დახურულ მდგომარეობაში;
  • ცენტრალური ვენტილის შეკეთება/შეცვლა ღია/დახურულ მდგომარეობაში;
  • სუფთა წყლის მონაკვეთის შეცვლა რკინის, პლასტმასის მილზე ღია/დახურულ მდგომარეობაში;
  • წყლის მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი;
  • კომპრესორით მილების გაწმენდა;
  • დაზიანებული მონაკვეთის პოვნა;
  • ნებისმიერი სირთულის საშხაპე კაბინების აწყობა;
  • აბაზანის/ჯაკუზის მონტაჟი;


ჩვენ გთავაზობთ:

  • ხელზე ასაღებ ანაზღაურებას 1400 – 1800 ლარს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;



თუ თვლით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას, გამოგვიზავნეთ რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.
ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ანნა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას ქ.) ქუჩა #6


„მისტერ მასტერის“ საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge .


„მისტერ მასტერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ !