ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი მედიქლაბჯორჯია
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: მედდა

სამედიცინო ცენტრი ”მედიქლაბჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანამდებობაზე.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა სამედიცინო ან საექთნო განათლება;
  • ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის მიღება და საექთნო შეფასება;
  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
  • საექთნო მანიპულაციების მაღალი ხარისხით ცოდნა;
  • ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • უსაფრთხოების წესების დაცვა;

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@mcg.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „ექთანი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება) ან მოიტანოთ მედიქლაბჯორჯიას სამედიცინო ცენტრში, მისამართი: ქ. თბილისი, ტაშკენტის ქ. #22ა.

გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი ტესტირებისთვის დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 დეკემბერი.