წარმოების ხელმძღვანელის ასისტენტი გურიაში

ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური სრული განაკვეთი HH Recruitment
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: დირექტორის მოადგილე

HH Recruitment (www.HH.ge) აცხადებს შერჩევას წარმოების ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე, ერთ-ერთი ქართული მწარმოებელი კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოების განრიგების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • საწარმოო გეგმებისა და რესურსების შეფასება;
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ხარისხის კონტროლის სტანდარტების განსაზღვრა და კონტროლი;
  • საწარმოო პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;
  • ნედლეულის შეკვეთა;
  • საწარმოო ხაზების, დანადგარების, მოწყობილობების გამართულად მუშაობისა და სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში ხარვეზების აღმოფხვრა;
  • წარმოების პროცესის თანმხლები დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
  • წარმოების განყოფილებაზე რიცხული სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ტექნიკური ან ბიზნეს მიმართულებით);
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიაში (წარმოება, დისტრიბუცია, საბანკო-საფინანსო, სოფლისმეუნეობა და ა.შ.);
  • მნიშვნელოვანია მენეჯერულ პოზიციაზე 1-2 წლიანი მუშაობისა და პერსონალის მართვის გამოცდილება;
  • რუსული ან/და ინგლისური ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: recruitment4@hh.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!