სასტუმროს გენერალური მენეჯერი

მესტია სრული განაკვეთი HH Recruitment
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: სასტუმროს მენეჯერი

HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე E.G. Holding სასტუმროსათვის მესტიაში, სვანეთში.

E.G. Holding არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო მესტიაში, რომელიც ოფიციალურად გახსნას მომავალ სეზონზე გეგმავს. სასტუმროს გენერალური მენეჯერი პასუხისმგებლობას აიღებს როგორც მის გრანდიოზულ გახსნაზე, ასევე ყველა ოპერაციული ნაწილის ორგანიზებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს გახსნის პროცესის უზრუნველყოფა და შემდგომ მართვა;
  • პერსონალის აყვანა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • სასტუმროს გამართული ოპერირების უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს გაყიდვების მართვა და კონტროლი;
  • ფინანსური მხარის მონიტორინგი - შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი;
  • მომსახურების მაღალი ხარისხისა და სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს განვითარებაზე და წარმატებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს სფეროში;
  • 3-4 წლიანი გამოცდილება მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაზე სასტუმრო სფეროში: გენერალური მენეჯერის, საოპერაციო მენეჯერის ან Pre-Opening მენეჯერის პოზიციაზე;
  • სასურველია რეგიონის სასტუმროს გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: recruitment5@hh.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.