ტენდერი ბრენდირებული მაისურების და ნაჭრის ჩანთების შეძენაზე

ტენდერი/კონკურსი: ტენდერი

ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი აცხადებს ტენდერს ბრენდირებული მაისურების და ნაჭრის ჩანთების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი აცხადებს ტენდერს:

  • ბრენდირებული მაისურების შეძენა - ორ ფერი, მოკლემკლავიანი, დაბრენდვა წინა და უკანა მხრიდან, რაოდენობა 200 ცალი; ზომები: S – 50; M-50 ცალი, L-50 ცალი, Xl-40 ცალი, XXl-10 ცალი
  • ბრენდირებული ნაჭრის (ტილოს) ჩანთების შეძენა - რაოდენობა 200 ცალი; ორი ფერი: შავი და სტანდარტული „ტილოს ფერი“; ჩანთის ზომა დაახლოებით 37X32 სმ; სახელურის ზომა -დაახლოებით 67X3 სმ
  • მაისურების და ჩანთების დაბრენდვა უნდა მოხდეს ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული ლოგოთი და ნახატი ილუსტრაციით (რომელიც გადმოგეგზავნებათ ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემდეგ);

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტმა უნდა გამოაგზავნოს სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტაცია ორგანიზაციის ელექტრონულ ფოსტაზე ypuozurgeti@yahoo.com

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელფოსტაზე ან ტელეფონით
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა
  • ნიმუში

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდოდ, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს
  • ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულების, მხარეთა შორის შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი; 18:00 საათი

სატენდერო წინადადება შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელფოსტაზე; ypuozurgeti@yahoo.com ან ფოსტით მისამართებზე: ქ. თბილისი, ბარნოვის 84, ბინა 7 ან ქ. ოზურგეთი. გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. 3ა

საკონტაქტო პირები:

სოფიკო კალანდაძე ტელ: +995 557 355 200

თამარ კალანდარიშვილი ტელ:+995 558 17 58 00