დანადგარის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ტკბილი ქვეყანა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: დაზგის ოპერირება

საკონდიტრო კომპანია შ.პ.ს. “ტკბილი ქვეყანა” აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი. ჭყონდიდელის ქუჩა № 26.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

კომპანია უზრუნველყოფს კადრის გადამზადებას.

ფუნქციები:

  • დანადგართან დაკავშირებული სამუშაოების სრულყოფილად შესრულება.
  • დანადგარის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება და დროული, შესაბამისი რეაგირება არსებული საკითხის მიმართ.
  • კონკრეტულ დანადგართან დაკავშირებული ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა მისი გამოყენების მოთხოვნების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • ინგლისური, რუსული ენის ცოდნა შესაბამის სფეროში.
  • კომპიუტერული პროგრამებისა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ცოდნა.
  • გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული.
  • გაწონასწორებული.
  • ენერგიული.
  • მოტივირებული.



კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე.
  • გასაუბრება.





დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: office@sweet-country.ge 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.