შვედური მაგიდის საუზმის მთავარი მზარეული გუდაურში

გუდაური სრული განაკვეთი Marco Polo Gudauri
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული

მარკო პოლო გუდაური აცხადებს ვაკანსიას შვედური მაგიდის საუზმის მთავარი მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კვების ობიექტზე სურსათის ხარისხიანად დამუშავება;
  • დამუშავებული სურსათის სწორად შენახვა/განთავსება/დაწყობა;
  • კალკულაციების შექმნა-განახლება საჭიროებისამებრ;
  • შვედური მაგიდის კერძების მომზადებისას კალკულაციის და გრამაჟის დაცვა, მენიუს შესაბამისად;
  • მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;
  • თანამშრომლების მართვა და მუდმივი ხარისხის და სისუფთავის კონტროლი;
  • სამზარეულოში არსებული პროდუქტების სრული კონტროლი და აღრიცხვა;
  • მარაგების ეფექტური მართვა;
  • შვედური მაგიდის მენიუს სეზონური განახლება;
  • კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • დეტალური ინფორმაციის ფლობა მენიუს სრულ შემადგენლობაზე;
  • სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვა სამზარეულოში, დასუფთავების ზედამხედველობის გაწევა;
  • პასუხისმგებლობა სამზარეულოდან გასული კერძების ხარისხზე;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასტუმროში მზარეულად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • რეცეპტებისა და კალკულაციების შექმნის და კონტროლის გამოცდილება;
  • შვედური მაგიდის შემადგენელი მრავალფეროვანი კერძების მომზადების მეთოდების ცოდნა;
  • დიდი რაოდენობით საკვების მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების, მეთოდების და აღჭურვილობის დეტალური ცოდნა;
  • საფირმო კერძების შექმნის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი
  • სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ
  • სასტუმრო უზრუნველყოფს უფასო კვებას
  • სასტუმრო ასევე უზრუნველყოფს არა ადგილობრივ კანდიდატებს საცხოვრებლით გუდაურში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: hr@marcopolo.ge