შეფ-მზარეული გუდაურში

გუდაური სრული განაკვეთი სასტუმრო ალპინა
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული

სასტუმრო ალპინა აცხადებს შემდეგ ვაკანსიას გუდაურში:

თანამდებობა: შეფ-მზარეული

მზარეულის მოვალეობაა:

  • მოამზადოს ცივი და ცხელი კერძები ქართული და ევროპული სამზარეულოდან;
  • უზრუნველყოს კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
  • დაანაწილოს კერძები პორციებად და განათავსოს სათანადო ჭურჭელზე;
  • მოამზადოს სხვადასხვა კერძი ბანკეტებისთვის;
  • მონაწილეობა მიიღოს მენიუს დაგეგმვაში;
  • ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს, საკვები პროდუქტების საწყობის და მაცივრების დასუფთავებას;
  • მთავარ მზარეულთან გაიაროს კონსულტაციები ცალკეული კერძების მომზადების საუკეთესო მეთოდების გამოსავლენად;
  • უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა სამზარეულოში.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მსგავსი გამოცდილება;
  • სხვადასხვა კერძების რეცეპტების ცოდნა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • ყურადღებიანი და დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი.


სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი (ცვლებში მუშაობა)
  • სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ
  • სასტუმრო უზრუნველყოფს უფასო კვებას
  • სასტუმრო ასევე უზრუნველყოფს არა ადგილობრივ კანდიდატებს საცხოვრებლით გუდაურში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gen.manager@hotelalpina.ge და მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არგანიხილება.