კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი HSE Georgia
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)

HSE Georgia წარმოადგენს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო აუთსორს კომპანიას, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს კანონით დადგენილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას , რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანას, დასაქმებულთა პერიოდულ სწავლებებს შრომის უსაფრთხოების კუთხით, სამუშაო სივრცეში რისკების აღმოფხვრასა და მათ მუდმივ მართვას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და მოზიდვა;
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მომსახურების შეთავაზება;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან კომუნიკაცია, წამოჭრილი საკითხების ადმინისტრირება და კომუნიცირება კომპანიის მენეჯმენტთან;
  • კლიენტთა მოზიდვის მიზნით სხვადასხვა სახის ღნისძიებების ინიცირება მენეჯმენტთან, დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ყოველთვიური/კვარტალური/წლიური დასახული გეგმის შესრულება;
  • რეპორტინგი კომპანის მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • უმაღლესი განათლება;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარ-ჩვევები;
  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, Power Point ) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაბელურობა და კომუნიკაბელურობა;
  • მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
  • მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ + საბონუსე ანაზრაურების მოქნილ სისტემას შესრულებული სამუშაოს მიხედვით და სხვა ბენეფიტებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: hr@hsegeorgia.ge არაუგვიანეს 2019 წლის 22 დეკემბრისა.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!