პრისეილერი/სტაჟიორი ბათუმში

გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი

სადისტრიბუციო კომპანია ,"შაბა"-ს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის (სტაჟიორი) პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მიმაგრებულ რაიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან პროდუქციის შეკვეთის აღება;
  • ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა
  • სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუდმივად მუშაობა
  • სავაჭრო ობიექტებში სარეკლამო მასალების განთავსება;
  • თითოეულ სავაჭრო ობიექტში პროდუქციის განლაგება, აქციის პირობების გაცნობა (კომპანიაში დადგენილი წესის მიხედვით) და განხორციელება, შემდგომი კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია აღნიშნულ სფეროში/პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • პირადი ავტომობილი.
  • უზრუნველყოფის გასაფორმებლად (გირვნობა, იპოთეკა) საკუთრებაში არსებული თავისუფალი აქტივი (ავტომანქანა, მიწა, შენობა);
  • ცნობა შსს-დან ნასამართლეობის შესახებ

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა და სითამამე;
  • სისწრაფე, ოპერატიულობა;
  • ინიციატივიანობა, აქტიურობა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გაწონასწორებული;
  • სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
  • სხარტი აზროვნება.

ტექნიკური უნარები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება;
  • ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: vacancy@shaba.ge .