იურისტი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი ქართული ლუდის კომპანია
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: რუსული, ინგლისური
იურიდიული: იურისტი

ს.ს. „ქართული ლუდის კომპანია“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, იურიდიულ სამსახურში.

სამუშაო ადგილი მცხეთა, სოფ. საგურამო

ძირითადი მოვალეობები:

  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ხელშეკრულებების, შეთანხმებების, ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
  • ოქმების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ინტერესების წარმოდგენა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“, საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
  • სხვა იურიდიული ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • „შრომის, ინტელექტუალური საკუთრების, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზციაზე;
  • MS Office სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად მოგვარების უნარი;
  • რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელური; მოტივირებული;
  • დისციპლინირებული;
  • მოლაპარაკების უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@geobeer.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 26 დეკემებრი

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.