შეფ მზარეული ბაკურიანში

ბაკურიანი სრული განაკვეთი Hilltop Bakuriani
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული

Hilltop Bakuriani აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეული პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სტაჟი: შეფ-მზარეულის პოზიციაზე მინიმუმ 3 წელი.
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • ქართულ/ევროპული სამზარეულოს ცოდნა
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • აღრიცხვის და კონტროლის ცოდნა;
  • ტექნოლოგიური და საკალკულაციო ბარათების შექმნა;
  • ტექნოლოგიური პროცესების სტანდარტების დაცვა;
  • სისუფთავის და ჰიგიენის დაცვის წესების ცოდნა;
  • კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
  • სამზარეულოს პერსონალის და მათი სამუშაო ცვლების კონტროლი;
  • სტუმრებზე / ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და რეგულარულად შეცვლა ადგილობრივი, სეზონური თუ ეროვნული ტენდენციების გათვალისწინებით;
  • კონკურენტების ფასების და მენიუს მუდმივი მონიტორინგი;
  • საკვები ან სასმელი პროდუქტების, სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
  • ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენება და დაცვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
  • საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
  • სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.


უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info.hilltopbakuriani@gmail.com