საკრედიტო ექსპერტი თელავში

თელავი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
საბანკო: საკრედიტო მენეჯერი

სს „ბანკი ქართუ აცხადებს საკრედიტო ექსპერტის ვაკანსიას თელავის სერვისცენტრში.

ადგილმდებარეობა: ქ. თელავი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
  • კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
  • სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
  • პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
  • პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
  • გაცემული სესხების მონიტორინგი
  • პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
  • სასესხო პორთფელის მართვა

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
  • მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
  • ქართული და რუსული ენების საფუძვლიანი ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ფლობა
  • სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel)
  • ანალიტიკური აზროვნება
  • კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დეტალებისადმი ყურადღება
  • დაგეგმვისა და პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი
  • კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა
  • აქტიურობა, კომუნიკაბელობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • CV ფოტოსურათით;

მისამართზე: 2200 ი. ჭავჭავაძის მოედანი, სს “ბანკი ქართუს” თელავის ფილიალი.

ან გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 დეკემბერი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.