ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი - 2

გურჯაანი, ზესტაფონი, წყალტუბო, ბორჯომი სრული განაკვეთი ფინანსური ბიურო
საბანკო: პრობლემური სესხების ოფიცერი

"ფინანსური ბიურო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 500-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის პოზიციაზე გურჯაანში, ზესტაფონში, წყალტუბოში და ბორჯომში.

  • სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე

სამუშაოს აღწერა:

  • დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
  • ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)


კომპეტენციები და უნარები:

მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი და თქვენი რეგიონი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.