.NET დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი დასაქმების სააგენტო ეიჩარი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ქართული, ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ვებ-პროგრამისტი, პროგრამისტი/დეველოპერი

კომპანია „დასაქმების სააგენტო ეიჩარი” ეძებს კანდიდატს .NET დეველოპერის თანამდებობაზე.



ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
  • არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და გაუმჯობესება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება პროგრამირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშო გამოცდილება .NET დეველოპერის პოზიციაზე;
  • აუცილებელია მოცემული პროგრამული ტექნოლოგიების ცოდნა: .NET Framework, C#, ASP.NET MVC, MS SQL Server; HTML5, CSS3, JavaScript
  • სასურველია: .NET Core, ASP.NET Core MVC, LESS/SASS, TypeScript, jQuery, AngularJS / Angular 2
  • უპირატესობად ჩაითვლება: git, docker ცოდნა
  • აუცილებელია საბაზისო ალგორითმებისა და მონაცემების სტრუქტურების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.



პიროვნული თვისებები:

  • მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პროცესში მუშაობის სურვილი და მიღებული მეთოდოლოგიის პატივისცემა.
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • სწრაფად სწავლის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ბოლო ვადების დაცვის ჩვევა.



კომპანიის შესახებ:

დასაქმების სააგენტო ეიჩარი 10 წელიწადია რაც ბაზარზე მოღვაწეობს.

ჩვენი ვებ გვერდები საქართველოში: HR.ge, CV.ge, doctor.ge, chefs.ge

საზღვარგარეთ: jobs.kz , azerjobs.com

ორგანიზაციაში არის კომფორტული, სასიამოვნო გარემო, პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი და ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე project13@hr.ge