მდივან-რეფერენტი ფოთში

ფოთი სრული განაკვეთი ნიკორა 7
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ადმინისტრაცია: მდივანი

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს ნიკორა“-ს შვილობილი კომპანია შპს „კორიდა“ აცხადებს ვაკანსიას ფოთში მდივან-რეფერენტის პოზიციაზე

ფუნქცია - მოვალეობები:

  • კორესპონდენციისა და დოკუმენტების მართვა/დახარისხება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და მოთხოვნის შესაბამისად გადამისამართება;
  • შეხვედრების ორგანიზება, ხელმძღვანელებთან დაკავშირება და დროის შეთანხმება;
  • ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tamar.zarnadze@nikora.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ნიკორამ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 იანვარი.