საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი ფარმა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი, პუნქტუალურობა,პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.


ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
  • მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
  • გამზადებული შეკვეთების დისტრიბუციისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით;
  • საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილები


მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 032 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 032 2 910238
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.02.2020

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.