შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ტკბილი ქვეყანა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი

საკონდიტრო კომპანია შ.პ.ს. “ტკბილი ქვეყანა” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი. ჭყონდიდელის ქუჩა № 56.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ფუნქციები:

  • კომპანიისთვის საჭირო ნებისმიერი სახის საქონლის საიმპორტო შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება.
  • შესყიდვების განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების მომზადება, დადება, მათი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი.
  • შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • სასურველია საერთაშორისო შესყიდვების, იმპორტის, სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების შესრულების ცოდნა და გამოცდილება.
  • ინგლისური, რუსული ენის ცოდნა ბიზნეს საქმიანობაში მისი გამოყენების მოთხოვნების შესაბამისად.
  • კომპიუტერული პროგრამებისა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული.
  • კომუნიკაბელური.
  • მოტივირებული.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე.
  • გასაუბრება.


დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: office@sweet-country.ge 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით.