ინგლისური ენის მასწავლებელი

თბილისი მოქნილი გრაფიკი YIC
ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უცხო ენების სპეციალისტი

YIC აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე, რომელიც ივლის ოფისში (მეტრო დელისიდან 300 მეტრში).

  • ძირითადი ამოცანაა ინგლისური ენის B1/B2 დონეზე მცოდნე თანამშრომლების მომზადება C1/C2 დონეზე, რაც შეიძლება სწრაფად.
  • უპირატესობა მიენიჭება ძლიერ და გამოცდილ სპეციალისტს, მიუხედავად მის მიერ მოთხოვნილი ანაზღაურებისა (შესაბამისი სერტიფიკატები სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი).
  • სასურველია ინგლისურ ენაზე სამეცნიერო ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება.
  • გაკვეთილების დროები, რაოდენობა, ფორმატი და ანაზღაურება - შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე და ანაზღაურების პირობები შემდეგ მისამართზე: youthinnovativecenter@gmail.com

იმეილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ “ინგლისური ენის მასწავლებელი”.