SQL დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი ვიონი საქართველო
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:

https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას SQL დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • SQL სკრიპტების დეველოპმენტი
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთიური მონაცემების მიწოდება ბიზნესისთვის
  • ახალი რეპორტების დანერგვა მოთხოვნის შესაბამისად
  • არსებული რეპორტების მხარდაჭერა
  • ყოველდღიური მონაცემების ჩატვირთვის უზრუნველყოფა და კონტროლი
  • ბიზნეს პროცესების ანალიზი და მოდელირება მონაცემთა ბაზებში

თუ შენ:

  • გაქვს უმაღლესი განათლება IT/ გამოყენებითი მათემატიკის, ფიზიკის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით
  • გაქვს შემდეგ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება: Postgre, Oracle, MS SQL
  • უპირატესობა მიენიჭება ასევე Apache Hadoop, Hive. BI-ს ცოდნას
  • გაქვს 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემების კონტროლის, მონაცმების დამუშავების და რეპორტინგის მიმართულებით

და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე 2020 წლის 9 თებერვლის ჩათვლით.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე