ღია საგრანტო კონკურსი საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

ტენდერი/კონკურსი: ტენდერი

ღია საგრანტო კონკურსი: საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

4 მარტი, 2020 წელი

კონკურსის მოკლე აღწერა და პირობები

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. 1998 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო საქართველოში სათემო განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება, ხოლო 2011 წლიდან მის ბაზაზე თემის განვითარების რესურს ცენტრი - CDRC ამოქმედდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას.

რესურს ცენტრის საქმიანობის ფარგლებში სოფლად მოქმედ სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებსაც სურთ თემის ინტერესთა დაცვაზე/ადვოკატირებაზე მიმართული საქმიანობების განხორციელება, ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურად გამოცხადებულ კონკურსში და მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება.

კონკურსის თემატიკა

საგრანტო კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ გახლავთ, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადს, რომელიც:

  • თემის პრობლემის/საჭიროებების ადვოკატირებას ან პრობლემური საკითხის აქტუალიზაციას ეხება (სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი, გენდერული, ახალგაზრდული პრობლემატიკა);
  • განხორციელების შემთხვევაში თემის დიდი ნაწილის პრობლემას აგვარებს;
  • განხორციელების პროცესში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს ;
  • ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან (ადგილობრივი მმართველობა, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, სხვა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები და ა.შ).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

საქართველოში მოქმედ ყველა რეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციასა თუ არაფორმალურ/არარეგისტრიურებულ ჯგუფს, რომლებსაც ბოლო ორი წლის მანძილზე (2018-2019 წლები):

  • განხორციელებული აქვს სულ მცირე ერთი პროექტი / ინიციატივა;
  • კონკურსის განმცხადებლისგან ფინანსური მხარდაჭერა არ მიუღია

შერჩევის კრიტერიუმი

შემოსული ყველა პროექტი განიხილება კონკურსის მიზნებთან შესაბამისობაზე. პროექტები, რომლებიც საბჭოს მიერ ჩაითვლება კონკურსის მიზნებთან შეუსაბამოდ, არ განიხილება.

პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • შეფასების კრიტერიუმი ქულა
  • პრობლემის აქტუალობა / სიმწვავე 25
  • პროექტის აღწერა15
  • კონკურსის პრიორიტეტებთან შესაბამისობა20
  • თანამონაწილეობა (თემი , თვითმმართველობა და სხვა)15
  • ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა 10
  • პროექტის შედეგების სიცოცხლისუნარიანობა 15
  • სულ ქულა 100 ქულა

კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციული ცენტრებიდან დაცილებულ ან მოწყვლადი ჯგუფების მიერ შექმნილ

სათემო დაჯგუფებებს, რომელთა საქმიანობაც ძირითადად ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.

შერჩევის პროცედურა

  • განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულ ორგანიზაციებს გამოავლენს დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სათემო განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებით და შესაბამისი სფეროს ექსპერტებით
  • გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ზემოთ მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე.
  • საბჭოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და ჩაატაროს ადგილზე ვიზიტი შერჩევის პროცესისას.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა, დაფინანსება და აუცილებელი პირობა

  • პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
  • საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8000 ლარს.
  • პროექტისთვის მაქსიმალური თანხის მოთხოვნის შემთხვევაში კონკურსის ფარგლებში სულ დაფინანსდება 3 პროექტი.
  • დამფინანსებლისგან მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30 % უნდა იყოს სხვა წყაროებიდან თანადაფინანსება (თემი, სხვა ორგანიზაცია/ფონდი, თვითმმართველობა, ბიზნესი, მოსარგებლეების ფულადი შენატანი და ა.შ.)

განაცხადების წარდგენის პროცედურა

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: annadirashvili@gmail.com ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.

გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ “ღია საგრანტო კონკურსი - 2020”. განაცხადის გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი აპლიკაცია მიღებულია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 8 აპრილი, 17:00 საათი.

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად. დაგვიანებით, ასევე განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი და არასრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმები არ განიხილება.

განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს:

  • პროექტის განაცხადს - ელექტრონული ვერსია Word-ის ფორმატში.

ასევე, განაცხადის პირველი გვერდი ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული, დასკანერებული JPG ან PDF ფორმატში;

  • დანართს #1 - პროექტის საქმიანობის გეგმა, ელექტრონული ვერსია ექსელის ან ვორდის ფორმატში;
  • დანართს #2 - დეტალური ბიუჯეტი, ელექტრონული ვერსია ექსელის ან ვორდის ფორმატში;
  • მონაწილე ორგანიზაციების ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (რეგისტრაციის შემთხვევაში);
  • ყველა საჭირო დოკუმენტაცია (მაგალითად, გუნდის ძირითადი წევრების ან მოწვეული ექსპერტების რეზიუმეები, თანხმობის წერილი თანამონაწილეობაზე, დასტური პროექტის სამუშაოების შესრულებაზე, ჩატარებული შეხვედრის/ან გამოკითხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ექსპერტული დასკვნა, ფოტომასალა და ა.შ).

ამ კონკურსზე პროექტის წარმდგენი ორგანიზაციები/ჯგუფები ადასტურებენ, რომ წარმოდგენილი პროექტი მხოლოდ მათი ნამუშევარია. კონკურსის დროს მიღებულ დოკუმენტებს CSRDG-ი მხოლოდ განხილვის მიზნით გამოიყენებს და არ გაუზიარებს გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან პროექტის დამფინანსებლის მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრული შემთხვევებისა.

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა

ტელ: (+995 32) 2399019/18 საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი - გრანტების მენეჯერი

ელექტრონული ფოსტა: annadirashvili@gmail.com

წერილობითი და სატელეფონო კონსულტაციის პერიოდი: 2020 წლის 4 მარტიდან 18 მარტამდე

საპროექტო განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 8 აპრილი, 17:00 საათ

საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებულ იქნება არაუგვიანეს

2020 წლის 4 მაისისა

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა