სამედიცინო მიმართულების გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Hotsale.ge
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)

,,პალიტრა მედია ჰოლდინგი“-ს წევრი დანაზოგების მასტიმულირებელი ყველაზე მძლავრი ვებ გვერდი Hotsale.ge აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მიმართულების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვებ გვერდის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ელექტრონული კომერცია. Hotsale.ge -ს მიზანია მომხმარებელს მოქნილი და მარტივი პლათფორმის საშუალებით შესთავაზოს მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.

მოვალეობები:

  • კომპანიის პოტენციური პარტნიორების მოძიება;
  • კომპანიებთან შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
  • პარტნიორების ბაზის შექმნა და მონიტორინგი;
  • აქციის შედგენა პარტნიორ კომპანიებთან;
  • აქციების საიტზე განთავსების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმათულებით;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • სასურველია უცხო ენების, ინგლისურის და რუსულის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 აპრილი.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.