სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი

განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (კლინიკურ დარგებში);
  • სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სტაც.სამედიცინო ბარათი, ფორმა N100) მართვა;
  • დოკუმენტაციის წარმოება, ბრძანება 108/ნ–ით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით;
  • საპასპორტო მონაცემების, დიაგნოზის(ICD10), ერთ ქეისზე ატვირთული თითოეული ჩარევის( NCSP), პაციენტის სტაციონარში შემოსვლისა და გაწერის თარიღებისა და დროების შესაბამისობის დადგენა პორტალს, ფორმა N100–სა და ისტორიას შორის;
  • დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების მართებულობის კონტროლი;
  • სამედიცინო შემთხვევის მართვა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
  • მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების(პროტოკოლები) გათვალისწინებით
  • გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების ელექტრონული აღრიცხვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის „მოძრაობის“ მონიტორინგი გაწერილი ვადების შესაბამისად;
  • მიმდინარე (მათ შორის შუალედური) ფორმა N100–ებისა და საავადმყოფო ფურცლების მართვა;
  • ჩატარებული კონსულტაციების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების შესაბამისობის დადგენა ისტორიასა და კლინიკაში არსებულ შიდა პროგრამა შორის;
  • სადაო კლინიკური საკითხების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან ერთად.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy.Surgery@aversi.com

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი). საბუთების მიღება წარმოებს 2020 წლის 5 აპრილის ჩათვლით.

ცენრტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.g