მიკრო ბიზნესის სესხის ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი სილქ როუდ ბანკი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი

სს „სილქ როუდ ბანკი აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში მიკრო ბიზნესის სესხის ოფიცრის პოზიციაზე საკრედიტო დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქციები:

  • კლიენტების მოზიდვა
  • გაყიდვების ზრდა, დადგენილი გეგმების შესრულება;
  • კლიენტების მოთხოვნებისა და საჭიროებების გამოვლენა, მათთვის სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტების შეთავაზების მიზნით.
  • პროქტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
  • სესხის გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • მომსახურების გაწევა სტანდარტების დაცვით;

კომპეტენციები / პიროვნული უნარები:

  • მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:

მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (პრიორიტეტულია ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამართულად ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge;

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ,სს „სილქ როუდ ბანკმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს „სილქ როუდ ბანკის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი 2020 წ.