მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი კოდა +
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, საცალო კლიენტთა მომსახურება

შპს „კოდა+“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
  • დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.



მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.



კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ +995 593484829