მშენებლობის მენეჯერი / სამუშაოთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი სფერო ჰოლდინგი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი

დეველოპერული კომპანია ,,სფერო ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის მენეჯერის (სამუშაოთა მწარმოებელი) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი.
  • მომდევნო სამუშაო დღისთვის შესრულებული სამუშაოების გეგმის შედგენა და მისი ობიექტზე მომუშავე პერსონალისთვის გაცნობა.
  • სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური მონიტორინგი.
  • ტექნიკური დავალებების და განფასების მომზადება.
  • ობიექტზე მომუშავე პერსონალის ზედამხედველობა და მათი სამუშაო გრაფიკის კონტროლი.
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
  • შესრულებული სამუშაოს აღწერა.
  • საჭირო მასალების მოძიება, მითვლა, მიღება და აღრიცხვა, მისი დასაწყობების სისტემის შექმნა და ზედამხედველობა.
  • მშენებლობაში გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობების და მასალების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემოწმება.
  • შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება.
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება.
  • პროექტის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური რესურსების შეფასება, მათი მიწოდებისა და არსებული ნაშთის კონტროლი.
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი და გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში დროული ღონისძიებების ჩატარება.
  • სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
  • ობიექტზე უსაფრთხოების ზომების მიღება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • მშენებლობის პროცესში საავტორო და ტექნიკური ზედამხედველობის სწორად წარმართვის ხელშეწყობა.
  • შეთანხმებული ვადების მკაცრი დაცვა.
  • არსებული პრობლემების გამოვლენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის მათი გადაჭრის გზების შეთავაზება.
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით.
  • მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • კონსტრუქციული, არქიტექტურული და სხვა სამშენებლო პროექტების (ნახაზების) წაკითხვა.
  • საოფისე პროგრამების (Word, Exel) ცოდნა (სასურველია)

უნარები:

  • გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა.
  • ურთიერთობის დამყარება და კონტაქტების მართვა.
  • ადაპტაცია და ცვლილებებზე რეაგირება.
  • ინფორმაციის წარდგენა და გადაცემა.
  • ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა.
  • გუნდური მუშაობა.
  • დროის ეფექტური მართვა.

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@sferoholding.ge წერილის სათაურში (,,subject”) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ,,მშენებლობის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.