მოლარე-ოპერატორი მარტვილში

მარტვილი სრული განაკვეთი თიბისი ბანკი
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: მოლარე (საბანკო), ბანკის ოპერატორი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მარტვილის ს/ც #1-ში.


ვაკანსიის კოდი ........... VC4551
ადგილმდებარეობა ........ მარტვილი
ორგანიზაცია ............... სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა ......... 31.03.2020
კატეგორია .................. კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი ......... სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ......... სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე .... სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

  • განათლება ხარისხი: ბაკალავრი



უნარები

  • აქტიურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ფოკუსირება
  • სისხარტე
  • გაყიდვების უნარი

დამატებითი მოთხოვნები

აუცილებელია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაოს აღწერა

  • კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
  • ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
  • სწრაფი გზავნილების განაღდება;
  • კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • საბანკო და სამგზავრო ჩეკებიბთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
  • იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება; ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
  • ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოება;
  • სამგზავრო ჩეკების გაყიდვისა და განაღდების ოპერაციების წარმოება;
  • დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;

დამატებითი ინფორმაცია

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4551

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე