საწყობის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი საკურიერო კომპანია ONWAY Delivery
ხელფასი: 600
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი

საკურიერო კომპანია ONWAY • ონვეი აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე. ONWAY • ონვეი ინოვაციებზე ორიენტირებული ქართული საკურიერო კომპანიაა, რომელიც ამანათების მიწოდებას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, კომპანია სამუშაო პროცესში მაღალტექნოლოგიური აპარატურის დანერგვის თანადროულად, სიფრთხილით არჩევს თანამშრომელთა ჯგუფის თითოეულ წევრს და ზრუნავს მათ შემდგომ განვითარებაზე.

სამუშაო საათები:

  • ორშაბათი-პარასკევი 16:00 - 22:00
  • შაბათი - 10:00-17:00

სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურება: 600 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული გზავნილების პროგრამული აღრიცხვა;
  • რეგიონალური ამანათების ოპერატიულად გამზადება და პროგრამულად მიწერა შესაბამის ფილიალებზე;
  • თბილისის ფილიალის ამანათების გამზადება, დახარისხება ინსტრუქციის მიხედვით და მიწერა შესაბამის კურიერებზე;
  • ამანათების წონებისა და ფასების აღრიცხვა და ყოველდღიური მონიტორინგი;
  • უკან დაბრუნებული ამანათების/წერილების აღრიცხვა შესაბამისი კომენტარებით და უკან დაბრუნების განხორციელება ინსტრუქციის მიხედვით;
  • გასარკვევ ამანათებზე/წერილებზე ოპერატიული რეაგირება. გარკვევა /დაზუსტება, პროგრამული აღრიცხვა, სტატუსის მინიჭება;
  • საწყობის მოწესრიგება, სასაწყობე ნაშთების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებთან განმკლავების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!