მოლარე-ოპერატორი/მოლარე/რეზერვი

თბილისი სრული განაკვეთი ტერაბანკი
ხელფასი: 550
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
საბანკო: მოლარე (საბანკო), ბანკის ოპერატორი

სს ,,ტერაბანკი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის/მოლარის (სარეზერვო თანამშრომელი) პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა

სამუშაო პირობები:

  • სასიამოვნო სამუშო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
  • სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
  • თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია
  • სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:
    • დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება დარიცხული 550 ლარი
    • ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად
  • კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი

ძირითადი მოვალეობები:

  • თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
  • საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
  • ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა
  • სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები,
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • ორგანიზებულობა

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: tera.jobs@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 მარტი, 17:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, „subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!