სამართალწარმოების განყოფილების იურისტი ქუთაისში

ქუთაისი სრული განაკვეთი თიბისი ბანკი
განათლება: მაგისტრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას სამართალწარმოების განყოფილების იურისტის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი ........... VC4558

ადგილმდებარეობა ........ ქუთაისი

ორგანიზაცია ............... სს თიბისი ბანკი

მოქმედების ვადა ......... 31.03.2020

კატეგორია .................. იურიდიული

დასაქმების ტიპი ......... სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი ......... სრული განაკვეთი

გამოცდილების დონე .... სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

  • გამოცდილება მინიმალური სამუშაო გამოცდილება

სამუშაოს აღწერა

სამუშაო აღწერილობა:

  • პოზიცია: სამართალწარმოების განყოფილების იურისტი;
  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი (გადაადგილება მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, გარდა აჭარისა, ძირითადად იმერეთი);
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო ან მოსამართლის გამოცდები სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;
  • იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო სფეროში, პრობლემური სესხების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრაციული საქმის წარმოების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
  • სავალდებულოა ავტომანქანის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა როგორც საკრედიტო ისე არასაკრედიტო დავასთან დაკავშირებით, მესამე პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოებში (მათ შორის: ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში; აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორულ ორგანოებში, კერძო აღმასრულებელთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; შსს-ში, შსს მომსახურების სააგენტოში სპეციალისტთან, ნოტარიუსთა პალატაში, და სხვ.);
  • სამართალწარმოების ფარგლებში მსესხებლებთან/თავდებებთან, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეებთან და საქმესთან დაკავშირებულ სხვა მხარეებთან ურთიერთობა, ასევე, მათი განცხადებების და საჩივრების განხილვა, დამოუკიდებლად და/ან შესაბამის უფლებამოსილ პირებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება და პასუხის გაცემა;
  • წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება და წარდგენა შესაბამისი უფლებამოსილი პირებისათვის;
  • პრობლემურ საკითხზე იურიდიული დასკვნის მომზადება;
  • ბანკის წინააღმდეგ წარმოებულ სადაო სამართლებრივ საქმეებზე მოლაპარაკების წარმოება და წარმომადგენლობა, შემოსულ არასაკრედიტო კორესპონდენციაზე რეკომენდაციისა და პასუხების მომზადება;
  • ბანკის სტანდარტულ ხელშეკრულებებში სამართალწარმოების რისკების აღმოჩენა და რეკომენდაციების მიცემა;
  • სასამართლო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი და გაზიარება.

უნარები:

  • დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდურობა;
  • დისციპლინირებულობა
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • პრობლემების ანალიზის უნარი;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
  • მოლაპარაკების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4558

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე