ვაკუუმის თანამშრომელი მცხეთში

მცხეთა სრული განაკვეთი ლიდერფუდი
ხელფასი: 600
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი

კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. 2017 წლის შემოდგომიდან წარმოება განაგრძო ახალ საწარმოში, რომლის სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და მდებარეობს მცხეთაში. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.

ხორცპროდუქტების კომპანია ,,ლიდერფუდი’’ აცხადებს ვაკანსიას ,,ვაკუუმის თანამშრომლის’’ პოზიციაზე.

თანამდებობრივი ინსტრუქცია;

თანამდებობა: ვაკუუმის თანამშრომელი;

ვაკუუმის თანამშრომლის ძირითადი მოვალეობა:

  • პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა; დამხმარე მასალების ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
  • პროდუქციის ასორტიმენტის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ვადის კონტროლი;
  • შეკვეთების სრულყოფილად და დროულად შესრულება;
  • პროდუქციის დაჭრა და დასუფთავება;
  • პროდუქციის შეფუთვა და ეტიკეტირება;
  • პროდუქციის ასორტიმენტის რაოდენობრივი და სახეობრივი სარეალიზაციო განყოფილებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • არსებული სტანდარტული სამუშაო ინსტრუქციის თანახმად მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელი პირის დავალების შესრულება;
  • ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით, რაიმე გამოვლენილ შეუსაბამობაზე დაუყოვნებლივი შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელთან, როგორც ტექნოლოგიურ პროცესებთან, ასევე ტექნიკურ საკითხებთან;
  • სამუშაოს პროცესში შეუსაბამობის გამოვლენა, ხელმძღვანელობისათვის შეტყობინება;
  • კომპანიის კორპორატიული ატრიბუტიკის/აქსესუარის სრულყოფილად ტარება და გაფრთხილება;
  • ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა;
  • კომპანიის შრომითი შინაგანაწესის დაცვა;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა;
  • დარწმუნების უნარი.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

  • სამუშაო გრაფიკი : 3 დღეში ერთხელ
  • ანაზღაურება: 600 ლარი
  • ადგილმდებარეობა: მცხეთა, სამხედროს ქ.N73

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ: გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lider-food.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ხორცპროდუქტების კომპანია ,,ლიდერფუდი’’ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის